RCS ჩეთის მომსახურების პირობები

იყენებთ რა RCS ჩეთს Google-ისგან, თქვენ ეთანხმებით Google-ის მომსახურების პირობებს, Google-ის კონფიდენციალურობის დებულებას და RCS ჩეთის პირობებს (ჯამურად, „მომსახურების პირობები“). RCS ჩეთი საშუალებას გაძლევთ, გაუგზავნოთ შეტყობინებები სხვებს ტელეფონის ნომერზე, ასე რომ, შეტყობინებები გაივლის Google-ს და, ზოგიერთ შემთხვევაში, სერვისის სხვა პროვაიდერებს (როგორებიცაა ოპერატორები ან სხვა შეტყობინებების აპები), რათა დაუკავშირდეთ ამ ტელეფონის ნომრებს. თქვენ თანახმა ხართ, რომ თქვენი მოწყობილობა და თქვენი კონტაქტების მოწყობილობები შესაძლოა დროდადრო შემოწმდეს RCS შესაძლებლობების არსებობაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს თქვენ მიერ RCS ჩეთების მიღება. Google-მა დროდადრო შესაძლოა გაცვალოს თქვენი მოწყობილობის ინფორმაცია (მოწყობილობის იდენტიფიკატორების და SIM ბარათის ინფორმაციის ჩათვლით) თქვენს ოპერატორთან, რათა გადაამოწმოს თქვენი ტელეფონის ნომერი (შესაძლოა მოქმედებდეს SMS-ის ტარიფები) და მოგაწოდოთ RCS ჩეთი. შესაძლოა, დაგეკისროთ ხარჯები, დაკავშირებული RCS ჩეთის გამოყენებასთან. წინამდებარე მომსახურების პირობები არ ვრცელდება თქვენი ოპერატორის მიერ მოწოდებულ ფუნქციებსა და სერვისებზე (როგორებიცაა ოპერატორით დარეკვა და შეტყობინებები, მათ შორის, SMS და MMS). თქვენ შეგიძლიათ, შეწყვიტოთ RCS ჩეთის გამოყენება ამ პარამეტრის გამორთვით Google-ის Messages-ში.

RCS ჩეთი მოწოდებულია კომპანია Jibe Mobile, Inc.-ის მიერ, რომელთანაც თქვენ კონტრაქტს აფორმებთ და რომლის მისამართია 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043 USA. თუ თქვენი ტელეფონის ნომრის ქვეყნის კოდი ევროპის ეკონომიკურ ზონას ან შვეიცარიას ეკუთვნის, მაშინ RCS ჩეთი მოწოდებული იქნება კომპანია Jibe Mobile Limited-ის მიერ, რომლის მისამართია 70 Sir John Rogerson’s Quay, Dublin 2, Ireland, და ასეთ შემთხვევაში ეს შეჯამებული წესები გამოიყენება.